← სიახლეებზე დაბრუნება

პროფესიული ორიენტაცია და კარიერული დაგეგმვა

10 ივნისი, 2026

პროფესიული ორიენტაცია და კარიერული დაგეგმვა
სკოლა-ლიცეუმ „პრომეთეში“ XI კლასის მოსწავლეები შეხვდნენ გამოცდილ კადრების მენეჯერს, ირინა ქორიძეს, რომელმაც ახალგაზრდებს თანამედროვე შრომითი ბაზრის მოთხოვნები, პერსპექტიული და განვითარებადი პროფესიები, ასევე სტუდენტებისთვის არსებული დასაქმების შესაძლებლობები გააცნო.
შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გასაუბრების პროცესს, დამსაქმებელთა მოლოდინებსა და იმ მნიშვნელოვან ასპექტებს, რომელთა გათვალისწინებაც წარმატებული კარიერული განვითარებისათვის აუცილებელია.